სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოსტანის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
13-11-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლა გამოეხმაურა ილიას კვირეულს, რომელიც ტარდება 8-14 ნოემბრის ფარგლებში და გამართა საინტერესო ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა - გვანცა მამფორიამ და ნინი ჯოხაძემ გამართეს პრეზენტაცია. მათ ისაუბრეს ილიას ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართველი ერის წინაშე. ასევე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდეკლასელებმა გაიხსენეს ილიას ბიოგრაფიული დეტალები, მისი მოღვაწეობა და შემოქმედება.

„პატარებმა წაგვიკითხეს სტროფები ილიას ლექსიდან „დამაკვირდი“. დასასრულს კი გაიმართა კინოჩვენება. ვნახეთ და განვიხილეთ მხატვრული ფილმი „კაცია-ადამიანი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - თამარ კობზონაძე და ნინო მკერვალიძე.

სკოლა მადლობას უხდის ბავშვებს და პედაგოგებს აქტიურობისათვის და უსურვებს წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება