| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
დიდი ილიას დაბადებიდან 187-ე წლისთავს სკოლაში ლიტერატურული საღამო მიეძღვნა სახელწოდებით - „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად“.
მოსწავლეებმა ერის მამად წოდებული დიდი მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი როლი ერის თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნების საქმეში, წაიკითხეს მისი პუბლიცისტური წერილები და კედლის გაზეთიც გამოუშვეს.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა