სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქართული მხატვრული ფილმის - „მონანიება“ ჩვენება-განხილვა მოეწყო
14-11-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, ინტერდისციპლინური გაკვეთილის ფარგლებში, გაიმართა ქართული მხატვრული ფილმის - „მონანიება“ ჩვენება და განხილვა.

კინოჩვენება გაიმართა ქართულის, ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებლების: სოფიკო გორგილაძის, კობა ბარბაქაძისა და გუგა ბენდელიანის ინიციატივით. 

აქტივობის თემა იყო ქართული ფილმის - „მონანიება“ – ისტორიული კონტექსტი და თანამედროვეობასთან კავშირი.

მოსწავლეებს გაუმდიდრდათ ცოდნა და წარმოდგენა ქართული კინემატოგრაფიის, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილის შესახებ.

ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა განიხილეს მთავარი თემები და გმირები ისტორიულ და სოციალურ კონტექსტში.

მოსწავლეები დააკვირდნენ პერსონაჟებს, სიმბოლოებსა და სცენებში ასახულ თემებს. შეძლეს ფილმის იდეოლოგიური შინაარსისა და მხატვრული ხერხების აღქმა და კრიტიკული ანალიზი.

განივითარეს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები.

ფილმის დაწყებამდე პედაგოგმა მოსწავლეებს მოკლედ გააცნო რეჟისორის - თენგიზ აბულაძის შემოქმედება. გასული საუკუნის ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი - საბჭოთა პერიოდი და დიქტატურა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს რა კავშირი აქვთ ფილმში ასახულ მოვლენებს თანამედროვეობასთან. განიხილეს - „მონანიების“ ძირითადი იდეები, პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტები და მათი მიმართება დღევანდელობასთან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება