სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეიბიჯიეს აკადემია“ ტრენერის კარიერის დაწყების მსურველთ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს
11-11-2024
-
+


„ეიბიჯიეს აკადემია“ მომავალ ტრენერებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - „ტრენერთა ტრენინგს“, რომელიც მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

თუ გსურთ ტრენერობის კარიერის დაწყება - ეს კურსი თქვენთვისაა!

თუ გაქვთ ცოდნა კონკრეტულ სფეროში და ოცნებობთ ცოდნის გაზიარებას, ტრენინგების ჩატარებასა და კარიერის შექმნაზე, ABG აკადემიის ტრენერთა ტრენინგი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი!

როგორც „ეიბიჯიეს აკადემიაში“ აღნიშნავენ, კურსი დაგეხმარებათ, გაიღრმავოთ ან განივითაროთ ტრენერობისთვის საჭირო ცოდნა, რაც წარმატებულ ტრენერად ქცევისთვის აუცილებელია.

კურსის მონაწილეებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ: ყველაზე აქტიურებს ABG აკადემიაში სტაჟირება ელით, ხოლო სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში — დასაქმება!

ტრენინგის პროგრამა: კურსის განმავლობაში შეისწავლით:

  • ტრენინგის სპეციფიკას და საჯარო გამოსვლის მნიშვნელობას;
  • ტრენინგის დაგეგმვის ტექნიკებს, მონახაზისა და სტრუქტურის შექმნას;
  • სამიზნე აუდიტორიის შესწავლას და მათთან მუშაობის სპეციფიკას;
  • ეთიკის ნორმებს საჯარო გამოსვლებში;
  • ეფექტური სატრენინგო თემის შერჩევის პრინციპებს;
  • დამაჯერებელი და შთამბეჭდავი გამოსვლის საიდუმლოებებს;
  • მსმენელების ინტერესებისა და საჭიროებების გააზრებას;
  • საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევის სტრატეგიებს;
  • პროცესში მსმენელების ჩართვისა და მათი მოტივაციის შენარჩუნების ხერხებს.

ბონუსად, თქვენ მიიღებთ მოკლე ვიდეოს, პოსტერებისა და პრეზენტაციების შექმნის რჩევებს, ასევე სოციალურ ქსელში საკუთარი ტრენინგების პოპულარიზაციის საფუძვლებს.

კურსის განმავლობაში თქვენ დაიწყებთ პირველი საჯარო გამოსვლისთვის მზადებას პროფესიონალი ტრენერის, ანა ბუცხრიკიძის, მენტორინგით.

კურსის ძირითადი დეტალები:

  • სწავლების ენა: ქართული;
  • კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე (დღეში 1 საათი);
  • კურსის ღირებულება: 99 ლარი;
  • სერტიფიკატი: კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა.

წინაპირობები: ცოდა სპეციალობაში და  სურვილი, გახდეთ წარმატებული ტრენერი!

„თუ გსურთ ტრენერობის დაწყება ან არსებული უნარების გაღრმავება, შემოგვიერთდით ჩვენს ტრენერთა ტრენინგში და მიიღეთ აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება“,- „ეიბიჯიეს აკადემიაში“ და მომავალ ტრენერებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობენ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გპირდებით, სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება