| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

8 ნოემბერს ილიას ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი შესრულდა და საქართველოს მასშტაბით სკოლებში კვირეული ტარდება.
ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ღონისძიება მიუძღვნა ყვარლის N2 საჯარო სკოლამაც, რომელიც ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დარბაზში VII „ა“ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს IV „ბ“ კლასის მოსწავლეებმა - დემეტრე დენტოშვილმა და პეტრე გუბელაძემ; ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, მისი დამსახურება ქართველი ერის წინაშე, თანატოლებს წაუკითხეს ნაწყვეტები ილიას პროზიდან, პოეზიიდან და არც დიდი მწერლის ბრძნული გამონათქვამები დავიწყებიათ.
აღსანიშნავია, რომ ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილიას ჭავჭავაძის ავტობიოგრაფიული ნაწარმოების - „მგზავრის წერილების“ პერსონაჟები გააცოცხლეს, მინი-სპექტაკლი გაითამაშეს და ასე მიაგეს პატივი დიდ ილიას ხსოვნას.
ყვარლის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლობა მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ შორენა სეფაშვილს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად