| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის N2 საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტის „ერთიანი და იდუმალი სამყარო“ პრეზენტაცია ჩაატარეს.
პროექტს პედაგოგი ციალა ჩარგეიშვილი ხელმძღვანელობდა.
ორ ჯგუფად გაყოფილმა მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს, როგორც მდიდარი და საინტერესო თეორიული მასალა, ასევე მრავალფეროვანი ცდები და ექსპერიმენტები შემდეგ საკითხებზე: სინათლის გარდატეხა, სინათლის სხივის დაშლა, ბროუნის მოძრაობა, პასკალის კანონი, ზიარჭურჭელი, მუსიკალური ბგერები და სხვა.
„პრეზენტაციას მასწავლებლებთან ერთად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ ფიზიკა საინტერესო, პრაქტიკული და სახალისო მეცნიერებაა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო