სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა სპექტაკლი „ხაზარულა“ დადგა
13-06-2018
-
+


ბოლნისის პიველი საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაგული გაბრიჭიძე) ნოდარ დუმბაძის 90-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მისივე ულამაზესი ნაწარმოები გააცოცხლა. კერძოდ, პატარა მსახიობებმა მაყურებელს „ხაზარულა“ უჩვენეს. 

სპექტაკლი პირველად სკოლის სცენზე დაიდგა, შემდგომ თბილისში, ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე მეოთხე ადგილი მოიპოვა, ბოლოს კი ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ფართო მაყურებლის წინაშე წარსდგა. 

სავსე დარბაზი, დაუცხრომელი ოვაციები და თვალზე მომდგარი ცრემლი,- ასე დაამახსოვრა თავი „ხაზარულამ“ მაყურებელს. სპექტაკლზე მოწვეული იყო ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე:

„გულაჩუყებული და ბედნიერი ვარ, რადგან ჯერ თვეც არ გასულა და ბოლნისში მეორედ ჩამოვედი. პირველად ,,ბოშები“ ვიხილე ამ სცენაზე, ახლა - ,,ხაზარულა’’.  აი, ეს ტაში მიყვარს, ბავშვების ჟრიამული, ნოდარის ნაწარმოების მოლოდინში რომ არიან და სცენას თავისი ხმაურით ავსებენ. ეს ყველაზე დიდი განძია ჩემთვის. დავდივრ საქართველოს კუთხეეებში და იმ სიყვარულს ვაგროვებ, რაც მამამ წლების მანძილზე დათესა, თუმცა დიდხანს არ უცხოვრია.  მადლობა ყველას, ესაა მარადისობა “–აღნიშნა მან.  

დარბაზში უამრავმა დამსწრემ მოიყარა თავი; მათ შორის იყვნენ სტუმრები გერმანიიდან და ქართული სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე და მასწავლებლები.  

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი მთლიანად სკოლის რესურსით იქნა წარმოდგენილი – მსახიობები სკოლის თეატრალური დასი გახლდათ, რეჟისორი -პედაგოგი მაგული გაბრიჭიძე და მუსიკალური გამფორმებელი -ნინო დვალიშვილი, დეკორაცია კი სპექტაკლში მონაწილე მსახიობის მშობელს,  ცირა არჯევანიძეს ეკუთვნოდა.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება