სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავიანთ სკოლის ისტორიას გაეცნენ და პრეზენტაცია მოამზადეს
13-06-2018
-
+


ოფრეთის საჯარო სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია ჩატარდა. 

მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ვიკტორ კლინკაროვმა და ქრისტინე ლავრენტიევამ ოფრეთის საჯარო სკოლის ისტორია მოიძიეს და აუდიტორიას გააცნეს. 

პრეზენტაციას სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ჩანახჩის საჯარო სკოლიდან მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

პროექტს „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამის კონსულტანტ მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა. 

ოფრეთის საჯარო სკოლა 1896 წელს დაარსდა. სკოლა გიორგი პაპანდოპულო ანასტასიევმა დაარსა. 1896 წლიდან დღემდე სკოლას 15 დირექტორი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ოფრეთის საჯარო სკოლას ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც დღემდე სხვადასხვა ქვეყანაში წამყვან თანამდებობაზე მუშაობენ.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ინფორმაციის კვლევა-ძიების, დაჯგუფების, დახარისხების და პრეზენტაციის  უნარის განვითარება და ხელშეწყობა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება