სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ მოვიქცეთ ბავშვის მოწამვლის შემთხვევაში - რჩევები პედიატრისგან
14-06-2018
-
+


იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები მოუთმენლად ელიან სეზონური ხილისა და ტკბილეულის მირთმევას და თან მაცივრის გარეშე პროდუქტი სიცხეში მალე ფუჭდება, ზაფხულობით საკვებით მოწამვლის რისკი ყოველთვის იზრდება. 

Etaloni.ge გთავაზობთ პედიატრის რჩევებს, რომლებიც ბავშვის მოწამვლის სიმპტომების გამოვლენაში და მის მკურნალობაში დაგეხმარებათ. 

საკვებით მოწამვლის შემთხვევასი ბავშვს შემდეგი სიმპტომები აღენიშნება: 
  • ღებინება
  • დიარეა
  • ტკივილი მუცლის არეში
  • უხარისხო პროდუქტის მიღების შემდე ეს ნიშან-თვისებები 2 საათიდან - 2 დღემდე ვადაში გამოვლინდება.
  • ღებინებისა და დიარეის დროს, სახლის პირობებში, ბავშვს ხშირ-ხშირად უნდა დაალევინოთ მცირე ოდენობის სითხე, რადგან დიდმა დოზამ შესაძლოა, ღებინება გაამძაფროს.
2 წელამდე ასაკის ბავშვმა ეტაპობრივად 50-100 მლ სითხე უნდა მიიღოს, 2-10 წლამდე - 100-200 მლ, 10 წელზე ზემოთ - 200 მლ. თუ პატარას მეტი სითხის მიღების მოთხოვნილება აქვს, დაუმატეთ დოზა.   
 
რა სახის სითხე უნდა მიიღოს ბავშვმა მოწამვლისას: 

  • სასმელი წყალი
  • გაზგასული მინერალური სასმელი
  • კომპოტი
  • ბრინჯის ნახარში წყალი
არ არის მიზანშეწონილი წვენების, რძისა და სხვა ტკბილი სითხეების მიღება. 
ბავშვის კვების რაციონი მოწამვლისას: 

  • სუხარი
  • ბრინჯისა და შვრიის ფაფა
  • გამომცხვარი ვაშლი
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შეგიძლიათ მისცეთ: 

მოხარშული ხორცი, კვერცხი, პიურე ბოსტნეულის წვნიანი...                                                                                          
თუ პატარა თავად არ მოითხოვს საჭმელს, ნუ დააძალებთ.

არ არის მიზანშეწონილი ცხიმიანი, შემწვარი, ცხარე საკვებისა და ახალი ხილ-ბოსტნეულის მიღება.
რა სახის მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა:


რეკომენდირებულია პრეპარატები, რომლებიც ტოქსინებს გამოდევნიან ორგანიზმიდან, მაგალითად სამედიცინო ნახშირი.     
 
ბავშვის მოწამვლისას აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს შემდეგ სიტუაციებში: 
  • თუ ბავშვი 3 წლამდე ასაკისაა
  • თუ პატარას ხშირი პირღებინება აქვს და სითხის მიღება არ სურს
  • აქვს სიცხე
  • ცნობიერების დარღვევის შემთხვევაში -  ბოდავს, აქვს მოჩვენებები
  • არის ფერმკრთალი
  • და თუ 2-3 დღის განმავლობაში არ წყდება ღებინება და დიარეა.
იმედია, გამოგადგებათ ჩვენი რჩევები. 

Etaloni.ge ჯანმრთელობას 
გისურვებთ!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება