სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვიმოგზაუროთ შემოდგომის კუთხეების ფესტივალზე“ - ლემშვენიერას საჯარო სკოლაში კვირეული დაიგეგმა
01-11-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი, სახალისო და დაუვიწყარი დღეებითაა სავსე. 

ამჯერად, სკოლაში დაიგეგმა მრავალფეროვანი კვირეული, რომელსაც შემოდგომას მიუძღვნიან, სახელწოდებით - „ეს ჩვენი საქართველოა“.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართება, რომლებშიც სამივე საფეხურის  მოსწავლეები ჩაერთვებიან. 

დამრიგებლებმა შემთხვევითობის პრინციპით აირჩიეს საქართველოს კუთხეები, რომლებსაც გააცნობენ მოსწავლეებს და ნოემბრის დასასრულს, წარმოადგენენ თითოეული კუთხის ღირშესანიშნაობებს, ეროვნულ სამოსს, კულტურასა თუ ტრადიციებს. 

„ერთად ვიმოგზაუროთ შემოდგომის კუთხეების ფესტივალზე“, - ამ შემართებით ელიან სკოლაში ნოემბრის მიწურულს და დიდი შემართებით ემზადებიან დაუვიწყარი კვირეულისთვის.

აღსანიშნავია, რომ კვირეულს სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძეც დიდი ინტერესით ელოდება და აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლო კვირა ემოციებით დატვირთული იქნება. 

„სვანეთისა და რაჭის მოსახლეობის დასახლება საზღვრისპირა რეგიონში, საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე, სტრატეგიული გათვლა იყო, რადგან ქართული სულის, ქართული სიტყვის და ქართული ჰანგის შთაბერვა სჭირდებოდა აქაურობას. კარიბჭე — შენობის წინ გამოწეული ნაწილია, რომელიც სახურავის საყრდენი სვეტებით ან თაღებით არის შექმნილი და ღიაა ერთი მხრიდან. ლემშვენიერას  საჯარო სკოლაც კარიბჭეა ამ რეგიონში, სადაც  260 მოსწავლე სწავლობს და აქტიურად პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს, ეს იქნება ეროვნული გამოცდები, სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციები, სპორტული აქტივობები, შიდასასკოლო ღონისძიებები და ა.შ.

სასაზღვრო რეგიონის სკოლებს სხვა დატვირთვა აქვთ. ამ კედლებში აგუგუნებული ლილეო, შინაორგილი და გიორგუნა ჯერ დავით გარეჯამდე  უნდა აღწევდეს  და  შემდეგ საზღვრებს  არღვევდეს ომახოანი ხმებით.               

დარწმუნებული ვარ ნოემბრის ბოლო კვირა ემოციებით და შემოქმედებითად დატვირთული იქნება ლემშვენიერას საჯარო სკოლაში.  

როცა მასწავლებლები ასეთი ხალისით ეკიდებიან საქმეს, იქ ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები ჩემო ნიჭიერო ბავშვებო , მასწავლებლებო და მშობლებო! ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერა საჯარო სკოლა!“, - აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ვიდეო 1ვიდეო 2


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება