| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეებისთბის საგაკვეთილო პროცესი ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემეცნებითია.
მე-7 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, ბავშვები გაეცნენ გამოჩენილი ადამიანების ნაფიქრ-ნააზრევს სწავლა-განათლებასთან დაკავშირებით.
შემაჯამებელ გაკვეთილზე, მოსწავლეებმა შესწავლილი და მოძიებული მასალიდან შეაგროვეს ფრთიანი გამონათქვამები და დაამზადეს პოსტერები თემაზე - „ეცადე, ისარგებლო საკუთარი ჭკუით“.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები დიდი ინტერესით და გულისყურით მოეკიდნენ დავალებას და აღნიშნეს, რომ ძალიან საინტერესო იყო ამ თემაზე მუშაობა.
გაკვეთილს მასწავლებელი შორენა ოჩხიკიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...