| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას და ქართველი ხელოვანების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
„ვიმეგობროთ მწერალთან“,- სწორედ ამ მოტივით, 29 ოქტომბერს, სკოლის V2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან დიაკონ ირაკლი ხიტირთან ერთად, აჭარის მწერალთა სახლში, საყვარელ პოეტს ბელა ქებურიას შეხვდნენ.
პოეტმა ისაუბრა პოეზიის, ხელოვნების, შემოქმედების შესახებ დღის ბოლოს, კი მოსწავლეებთან ერთად წაიკითხა ლექსები.
„პოეტისა და პატარების მეგობრობა, რომელსაც ამ საინტერესო და ემოციურ შეხვედრაზე ჩაეყარა საფუძველი, დიდხანს გაგრძელდება!“, - ასე აფასებენ სკოლაში შეხვედრას და ახარებთ, რომ თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...