| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი შეყვარებულები არიან თავიანთ პროფესიასა და სკოლაზე.
მათ შორისაა სკოლის პედაგოგი დიანა ჩიკვატია, რომლის საქმისადმი სიყვარული და თავდადება ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა. აღნიშნულ დღეს, პედაგოგ დიანა ჩიკვატიას დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
წარმატებულ პედაგოგებს, მათ შორის დიანა ჩიკვატიას ზუგდიდის მერმა - მამუკა წოწერიამ სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა.
ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
განმუხურის საჯარო სკოლა პედაგოგს ამ წარმატებას დიდი სიყვარულით ულოცავს.
„დიანა ჩიკვატიას ვულოცავთ დამსახურებული მასწავლებლის წოდებას, წარმატებები პროფესიულ და პირად საქმიანობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო