სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზვარეს საჯარო სკოლის წარმატებული მასწავლებელი და წარჩინებული მოსწავლეები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
31-10-2024
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს რაც მათ აკადემიურ მიღწევებზე აისახება. წარჩინებულ მოსწავლეთა უკან კი პროფესიონალი პედაგოგები დგანან.

ახლახან, ქედის მუნიციპალიტეტში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 40 პედაგოგი სიგელებითა​ და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. მათ შორის იყო ზვარეს საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა ჩიკვაიძე.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომის აღიარება და მას წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

სასიხარულოა, რომ დაფასდა ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონდომებაც, საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. 

ქედაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის 31 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა კომპიუტერი.

ლეპტოპით ზვარეს საჯარო სკოლის მე-10 კლასის ორ მოსწავლე - ლაშა ქობულაძე და ლაშა გოგიტიძე დასაჩუქრდა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და დიდი სიხარულით ულოცავენ მე-10 კლასელებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას. 

„გილოცავთ, პირველ რიგში ბიჭებო თქვენ, თქვენს მშობლებს და მასწავლებლებს. კიდევ, ბევრი წარმატება გვქონოდეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება