სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონფერენციაზე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
13-06-2018
-
+


სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი თბილისში გამართულ  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონფერენციაში მონაწილეობდა. 

კონფერენციას განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, PH International-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერდია ნაცვლიშვილი და 1500-მდე სამოქალაქო განათლების პედაგოგი ესწრებოდა. 

კონფერენციის მსვლელობისას  სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა. 

სავანეთის საჯარო სკოლის სამოაქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი  მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. 

„სიგელი მერგო მეც, რამაც ბედნიერება და სიხარული მომანიჭა, თავდაჯერებულობა ამიმაღლა და ორმაგი პასუხისმგებლობა დამაკისრა მოსწავლეების და სკოლის წინაშე“,-აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.

კონფერენცია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა.
პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან  პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება