სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მზიურში“ გიგის ჯიხური გაქურდეს: „ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?“
13-06-2018
-
+


15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური „მზიურში“ გაქურდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინჩო ჯიბლაძე ავრცელებს: 

„ეს ისტორია, რასაც გიამბობთ, არის კოშმარი - გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?

გუშინ გიგისთან რომ მივედით (ყველამ ვიცით ხო გიგი - პატარა ბიჭი, რომელიც მზიურში ნატურალურ წვენებს ყიდის), ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ; ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ-მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა! რა უნდა იწამო ამის მერე ადამიანმა; გიგის, რომელიც მართლა სიმბოლოა შეუპოვრობის, შრომის და სიკეთის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ პრობლემა აქვს-ვიღაც, არც ვიცი რა ვუწოდო-მიდის და ქურდავს.

გული მქონდა ცუდად გუშინ, კიბეზე რომ ამოვდიოდი მზიურიდან, მე და ჩემი თანამშრომელი ზუკა ჩუმად, მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს და არ გვჯეროდა, რომ ის, რაც მოვისმინეთ, იმ საზოგადოებაში მოხვდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ბავშვები იზრდებიან.“ - წერს ჯიბლაძე. 

Etaloni.ge დეტალების გასარკვევად გიგის დედას, თამარ გვარიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან განგვიცხადა, გაქურდვის ორი შემთხვევა ერთი კვირის ფარგლებში მოხდა:

„გიგის დილით ჯიხურიდან წვენსაწური წაღებული დახვდა. ჯიხურის ფანჯრები საკმაოდ ადვილად იღება. ორი წვენსაწურის ნაცვლად დაგვხვდა ერთი. იმავე კვირას, თანხა იმ დროს წაიღეს, როცა გიგი იქვე იყო. როგორც ჩანს, დახლზე დადო და ერთი დღის ნავაჭრი თანხა ცხვირწინ ააცალეს. შსს დაგვპირდა, რომ გიგის ჯიხურს კამერას დაუყენებენ,“- განაცხადა თამარ გვარიშვილმა. 

ასევე, იხილეთ: „ვერ ვწერ და კითხვაც ძალიან მიჭირს“ - ინტერვიუ 15 წლის გიგი ანთაძესთან, რომელიც საკუთარ ბიზნესს ფლობს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება