სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , ინტერვიუ

„გიგის უკვე უამარავი ადამიანი ცნობს“ - როგორ ვითარდება 15 წლის გიგი ანთაძის ბიზნესი „მზიურში“
04-06-2018
-
+


15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური „მზიურში“ კვლავ აქტიურად მუშაობს. უფრო მეტიც, პატარა ბიზნესმენი ზაფხულში „ჩექ ინ ჯორჯიას“ მიერ გამართული კონცერტების ფარგლებში, უკვე საკუთარ ბრენდს „გიგის წვენებს“ რეალიზაციას რიყის პარკში გაუწევს. 

როგორც გიგის დედამ თამარ გვარიშვილმა Etaloni.ge-ს განუცხადა, თბილისის მერს, კახა კალაძეს გადაუმოწმებია, თუ როგორ მიდიოდა გიგის ჯიხურის საქმე.

შეგახსენებთ, რომ სწორედ დედაქალაქის მერიამ გადასცა მე-20 საჯარო სკოლის მე-9 კლასელ ბიჭს ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სავაჭრო ჯიხური მას შემდეგ, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 15 წლის მოზარდის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გარევაჭრობის აკრძალვის გამო გიგი საქმიანობას რუსთაველზე ვეღარ გააგრძელებდა. 

„გიგი „მზიურიში“ აქტიურად განაგრძობს საქმიანობას. ვერ ვიტყვით, რომ იქ ბევრი ხალხი დადის, თუმცა გიგი საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. შუადღიდან საღამომდე იქ ატარებს დროს. ახლა უკვე, ზაფხულში, „ჩექ ინ ჯორჯიას“ მიერ გამართული კონცერტების ფარგლებში გიგი წვენებს ყოველ შაბათ-კვირას რიყის პარკშიც გაიტანს,“ - აღნიშნა თამარ გვარიშვილმა.  

- მოიმატა გიგის და მისი ბრენდის ცნობადობამ? 

- ძალიან მოიმატა. უამრავი ადამიანი ცნობს. 26 მაისსაც, „გიგის წვენები“ თავისუფლების მოედანზე იყო განთავსებული და ადამიანების ნაწილი მხოლოდ იმიტომ მიდიოდა ჯიხურთან, რომ გიგის მისალმებოდნენ და მოეკითხათ. 

- თბილისის მერი, კახი კალაძე კვლავ ხომ არ შეხმიანებია?  

- სხვათაშორის, მას მერე, რაც „მზიურიში“ ჯიხური გადასცა, ორჯერ იყო ბატონი კახი მოსული, პრესისა და ფოტოგრაფის გარეშე. უბრალოდ დრო მქონდა 15 წუთი და შემოვირბინეო. შეამოწმა, გიგის რამე ხომ არ ჭირდებაო. ასე ვთქვათ, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

- და ბოლოს, რეცეპტს ხომ არ გაგვიხმელთ გიგი როგორ ამზადებს თავის უკვე ცნობილ წვენებს? 

- წვენებს თავადვე ამზადებს. ხილსაც კი თვითონ არჩევს. ამ პროცესს არ გვანდობს და მხოლოდ მაშინ ვეხმარებით, თუ ბევრი ხალხია მსურველი. რაც შეეხება რეცეპტს, „საფირმოს“ უწოდებს იმ წვენს, რომელშიც გრეიფუტს, ფორთხალს და ბროწეულს ერთად ურევს. 

იხილეთ ასევე:

„ვერ ვწერ და კითხვაც ძალიან მიჭირს“ - ინტერვიუ 15 წლის გიგი ანთაძესთან, რომელიც საკუთარ ბიზნესს ფლობს
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება