სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ვალდებულებები აქვს სკოლას მასწავლებელთა წინაშე - გაეცანით კანონს
24-10-2024
-
+


რა ვალდებულებები აქვს სკოლას მასწავლებელთა წინაშე? - შრომით ხელშეკრულებაში რომელიც საჯარო სკოლასა და პედაგოგს შორის ფორმდება არსებობს კონონით გათვალისწინებული სავალდებულო პუნქტები, მათ შორის, გამოყოფილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დასაქმებული მასწავლებლის წინაშე აღებული ვალდებულებები. 

1.  სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებელი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი, შეუქმნას მას მუშაობისათვის აუცილებელი პირობები.

2. სკოლა ვალდებულია აუნაზღაუროს მასწავლებელს ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია სკოლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით.

3. სკოლა ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს მასწავლებელს დაყოვნებული თანხის 0.07%.

4. სკოლა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დადგენილი წესით, უზრუნველყოს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაზრდა საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად.

5. სკოლა ვალდებულია მასწავლებელი უზრუნველყოს:

ა) სასწავლო პროცესისათვის საჭირო გარემოთი;

ბ) სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით;

გ) აკადემიური თავისუფლებით იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;

დ) კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ ვალდებულია მისცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.

6. სკოლა ვალდებულია სასკოლო დისციპლინის დაცვისას უზრუნველყოს:

ა) მასწავლებლისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მისი ღირსების პატივისცემა და არ დაუშვას მასწავლებლის დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით;


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება