სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტების გარკვეულმა ნაწილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ატესტატი უნდა წარადგინოს
14-06-2018
-
+


აბიტურიენტების გარკვეულმა ნაწილმა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების აღიარების დოკუმენტი.

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 20 ივნისამდე უნდა წარადგინონ იმ აბიტურენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს 2011 წლამდე. 

განათლების აღიარების დოკუმენტი კი ამავე ვადაში, 20 ივნისამდე უნდა წარადგინონ:

  • აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს;
  • აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას);
ხოლო აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტომდე.

ამასთან, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, 20 ივნისამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება