სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეთა რეგისტრაცია 24 ოქტომბერს დაიწყება - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს
18-10-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით რეგისტრაცია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 24 ოქტომბერს დაიწყება და 14 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„რეგისტრაციის ბმული და დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე რეგისტრაციის დღეს გამოქვეყნდება. 

ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.  

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილეების მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის  18:00 საათამდე. 

ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან, რომლის შესახებაც დეტალური ინსტრუქცია წინასწარ გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება