სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ სკოლის შინაგანაწესი მასწავლებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ნაწილია - დოკუმენტი
23-11-2024
-
+


განათლების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები.

შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების კატეგორია და:

ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;

ბ) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

გ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

დ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის 11​​1 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი ფუნქციები, ამავე პუნქტებით დადგენილი წესით;

ე) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

ვ) სამუშაო ადგილი;

ზ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;

თ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;

ი) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

კ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;

ლ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;

მ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

ნ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;

ო) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები;

პ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

გარდა ამისა, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (არსებობის შემთხვევაში). სკოლა ვალდებულია მასწავლებელს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება