სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამატებით 200 ლარი და 201 ლარამდე შევსებული ანაზღაურება - ახალი მინისტრის ბრძანება პედაგოგთა სახელფასო ფორმულას ეხება
16-10-2024
-
+


განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლის მასწავლებელთა სახელფასო ფორმულაში მორგი ცვლილებები შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, არჩევითი საგნების სწავლება ახალი სახელფასო ფორმულით ანაზღაურდება. 

განისაზღვრა, რომ სტატუსიანი მასწავლებლების ნაწილს დამატებით 200 ლარი დაერიცხება, ხოლო ნაწილს 201 ლარამდე შეევსება ანაზღაურება.

„მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის სტატუსი და ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, შრომის ანაზღაურება 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში/საგნებში (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა და  ეთნიკური უმცირესობების ენების მასწავლებლისა). 2026-2027 სასწავლო წლიდან მათი შრომის ანაზღაურების დაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნეს ამ დანართის დანართის მე-11 მუხლი...

თუ შრომის ანაზღაურების დაანგარიშების პერიოდისათვის არსებული მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვის შესაბამისად გაანგარიშებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ოდენობა (გარდა ამ დანართის დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა),  მეტია ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებულ ოდენობაზე (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), მასწავლებელს მიეცემა ამ დანართის დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა და დამატებით 200 ლარი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე.

თუ მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ოდენობა (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა) მეტია  ამ ბრძანების დანართის დანართით დადგენილი მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობისა და პირობების შესაბამისად დაანგარიშებულ ოდენობაზე (გარდა ამ დანართის დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), თუმცა არ იზრდება 200 ლარით, მასწავლებელს მიეცემა ამ დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა 201 ლარამდე შევსებით“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება