სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მითხარი მეტი“ - ოზურგეთის N4 სკოლის პედაგოგმა - რუსუდან რუსიეშვილმა, მოსწავლეებთან ერთად, საინტერესო სამაგიდო თამაში შეიმუშავა 
15-10-2024
-
+


ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი რუსუდან რუსიეშვილი გახლავთ. ამჯერად, მან მოსწავლეებთან ერთად, სამაგიდო თამაში - „მითხარი მეტი, Tell me more,  расскажи мне еще“ - შეიმუშავა. პირველი ეტაპი კითხვების მოფიქრება იყო, რაც პედაგოგმა მოსწავლეებს დაავალა. მან ბავშვებს სთხოვა, ისეთი ერთი კითხვა დაეწერათ, რასაც მეგობრებს დაუსვამდნენ. 

მას შემდეგ რაც მოსწავლეების მოფიქრებული შეკითხვები მოგროვდა, 24 ერთმანეთისგან განსხვავებული შეკითხვა შეირჩა და სამენოვან ბარათებზე განთავსდა. 8 შეკითხვა ქართულ, 8 - ინგლისურ, 8 კი რუსულ ენაზეა. 

როგორც მასწავლებელი გვიყვება, მოსწავლეებმა სამაგიდო თამაშის დაფაზე მონეტა უნდა დადონ და ის ბარათი აიღონ, რომელზეც ეს მონეტა გაჩერდება. ბარათის აღების შემდეგ კი, იმ შეკითხვას პასუხობენ, რომელიც ბარათზეა დატანილი.

აღსანიშნავია, რომ სამაგიდო თამაშის დაფა და ბარათები canvas-ის საშუალებით შეიქმნა.  


„პირველი ეტაპი კითხვების გენერირებაა, რასაც ინტერნეტზე უკეთ ბავშვები აკეთებენ ხოლმე. ამიტომ, google forms-ის საშუალებით, მოსწავლეებს ვთხოვე მოეფიქრებინათ ერთი შეკითხვა, რომელსაც მეგობარს დაუსვამდნენ. ჩემი სკოლის მასწავლებლებს ვთხოვე ბმულის გაზიარება სადამრიგებლო კლასებში, რათა კითხვები მრავალფეროვანი ყოფილიყო. 


თითოეულ ბარათს მეორე მხარეს არის ნომერი 1-დან 24-ის ჩათვლით. რადგან ბარათების ნაწილი ქართულადაა, ნაწილი ინგლისურად, ნაწილი კი რუსულად, მოსწავლეებს შესაძლოა ერთმანეთის დახმარება დასჭირდეთ, რაც ასევე ურთიერთობის დამყარების ერთ-ერთი საშუალებაა“,- აღნიშნავს პედაგოგი რუსუდან რუსიეშვილი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტო:

ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება