სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლისთვის 2 ათასლარიანი გირაო ვერ იქნება შემაკავებელი... დანარჩენი მოსწავლეებიც ძალადობის მსხვერპლად უნდა ვივარაუდოთ“ - იურისტი
10-10-2024
-
+


ცეკვის მასწავლებელმა მოსწავლე დარბაზში რეპეტიციისას სცემა - გავრცელებულ ინფორმაციას ვიდეოჩანაწერიც ახლავს სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ბავშვს 25-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი. 

მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა - ის ფიზიკურად შეეხო ბავშვის დედასაც და მამიდასაც

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. პედაგოგს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში კი ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალბატონი ცდილობს.

ის პერიოდულად პედაგოგსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და ერთ მომენტში ფეხსაც ურტყამს.

პროკურატურის ცნობით: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“

არის თუ არა შეფარდებული 2000-ლარიანი გირაო ადეკვატური? უფრო კონკრეტულად, რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე და ზოგადად, როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვები, როდესაც მათზე ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ თუნდაც სკოლაში, ბაღში ან ოჯახში? etaloni.ge-ს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, თამარ ზარქუა ესაუბრება.

- ჩვენს ორგანიზაციას ბევრი შემთხვევა ჰქონია მსგავსი სახის - როდესაც აღმზრდელებს ბაღში ბავშვებისთვის ფიზიკური ტკივილი მიუყენებიათ, მასწავლებელს განუხორციელებია მოსწავლის მიმართ სექსუალური შევიწროება... სამწუხაროდ, ეს გამოწვევები და ეს პრობლემები ნამდვილად გვაქვს...

- გამოწვევები არის, თუმცა საინტერესო ისაა, განაჩენი თუ დგება?

- ასეთი ტიპის საქმეებზე, მით უმეტეს, თუ შშმ პირს ეხება, ხშირად არ დგება შედეგი იმიტომ, რომ ბავშვი ვერ გადმოსცემს, რა ფიზიკური ტკივილი მიადგა. გვქონია შემთხვევა, როდესაც, მამამ, ფაქტობრივად, აწამა ბავშვი, მაგრამ მას დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა სწორედ ამ მიზეზით. ასეთი საქმეები მიგვაქვს სტრასბურგის სასამართლოში.

ზოგადად, ყველამ უნდა დაიმახსოვროს - როდესაც ბავშვი შედის სკოლაში ან სხვადასხვა წრეზე, მასზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, რადგან ეს დაწესებულებები არის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ; სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი. სხეულებრივი დასჯა არ არის ჰუმანური და არის სისხლის სამართლის დანაშაული, სახელმწიფო უნდა ამზადებდეს მასწავლებლებს, მანდატურებს და მშობლებსაც, ჰქონდეთ ინფორმაცია, იცოდნენ უფლებები, დაიცვან თავი, ჰყავდეთ ადვოკატი, მათ შორის უფასო...

კონკრეტულ საქმეს რაც შეეხება - ეს არ ყოფილა ერთჯერადი ძალადობა. ამ ადამიანმა იძალადა ბავშვზე რამდენჯერმე და ამას უყურებდნენ სხვა ბავშვებიც, რომლებიც ასევე შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულებად - როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის შემსწრე, ის ასევე უნდა ვივარაუდოთ ძალადობის მსხვერპლად.

რაც შეეხება 2000 ლარიან გირაოს... დავინახეთ ამ ძალადობის ინტენსივობა და ისიც, რომ მის შეკავებას მეუღლე ცდილობდა, რომელიც ძალადობრივი გზით მოიცილა! გირაო ვერ იქნება შემაკავებელი და ადეკვატური, რადგან სახელმწიფო პირდაპირ ლოიალობას აჩვენებს - ბავშვზე ძალადობას აფასებს ორ ათას ლარად და არ ითხოვს პატიმრობას.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველანი უნდა დავიჭიროთ, თუმცა ბავშვზე მოძალადეს სახელმწიფომ არ შეიძლება ასეთი გირაო შეუფარდოს, მით უმეტეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასწავლებელი ცდილობს ბავშვის მშობლებთან მოაგვაროს საკითხი, სურს ბოდიშის მოხდა... რაც დაუშვებელია აღკვეთის ღონისძიებისას - მოწმეებთან კონტაქტი უნდა იყოს აცილებული, ამ შემთხვევაში კი შეიძლება გამოძიებას ამ კუთხითაც შეექმნას დაბრკოლება.

- იმაზეც შევთანხმდეთ, რომ წლების წინ ყურის აწევა, თუნდაც თმის მოქაჩვა, არანაირ ძალადობად არ მიიჩნეოდა.

- ყურის აწევა საკლასო ოთახში ვერ ვიტყვი რომ ძალადობა არ არის! ის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ჩაითვლება დანაშაულად, თუკი პირმა განიცადა ტკივილი. გვაქვს ბავშვთა უფლებების კოდექსი, არსებობს ბავშვთა დაცვის ცხელი ხაზი - 111 და არასრულწლოვანს შეუძლია ნებისმიერი ქმედების დროს რომელიც მოხდება ნებისმიერ სივრცეში, დარეკოს ცხელ ხაზზე. პოლიციას ვალდებულება აქვს ბავშვს გაესაუბროს თუნდაც განცალკევებით; ასევე მუშაობენ სოცმუშაკები, ადვოკატები, ფსიქოლოგები... ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ მას ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფო დაიცავს არა მხოლოდ მასწავლებლის, არამედ მშობლისგანაც.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ქუთაისის N7 საჯარო სკოლა არის სივრცე, სადაც დირექტორის - ლილე ქარსელაძის ხელმძღვანელობით, შექმნილია ეფექტური სასწავლო გარემო
 

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება