სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა - ის ფიზიკურად შეეხო ბავშვის დედასაც და მამიდასაც
09-10-2024
-
+


ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა, მერაბ დოლიძემ 12 წლის მოზარდს სცემა. ფაქტი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს, მასწავლებელს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გამოცემის ცნობით, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა, მერაბ დოლიძემ მოზარდზე ერთი გაკვეთილის განმავლობაში ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. შემთხვევას სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი კი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და როგორც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში აღნიშნეს, მას აქ ცეკვის პედაგოგად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც მან დირექტორს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

მომხდარის შესახებ ბავშვის ოჯახმა გასაუბრება არ ისურვა. ბავშვის მამა ოპოზიციური პარტიის წევრია, აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და აღნიშნა, რომ არ სურს ეს ამბავი ვინმემ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს.

ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ინციდენტის დღეს, ცეკვის გაკვეთილის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანს ბიცოლამ მიაკითხა, ბავშვი მას ატირებული დახვდა და უთხრა, რომ მასწავლებელმა სცემა, ბავშვს სხეულზე ეტყობოდა დაზიანების კვალიც.

მეორე დღეს, დილით, დედა ბავშვის მამიდასთან ერთად მასწავლებელთან დასალაპარაკებლად მივიდა. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ მასწავლებელი მათთან „აგრესიულ შეტევაზე ისე გადავიდა, დიალოგიც კი არ დაწყებულა. შემდეგ კი მან ქალებისკენ ხელით გაიწია, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას“.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგნენ, ვითარება რომ განემუხტათ. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც. დაიწყო გამოძიება. შენობაში განთავსებულმა კამერებმა ეს ინციდენტიც დააფიქსირა. გავიგეთ ისიც, რომ მერაბ დოლიძე თავადაც ადანაშაულებს და უჩივის ბავშვის მამიდას „მასზე ძალადობისა და პერანგის შემოხევისთვის“.

მომხდარის შესახებ მასწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს, თამარ მესხიძემ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ მიიღო მასწავლებლის გათავისუფლების გადაწყვეტილება:

„პოლიცია იყო გამოძახებული, ამოიღეს კადრები, მაშინვე მქონდა რეაგირება. მანამდე ამ მასწავლებლის მიმართ საჩივარი, განცხადება, რაიმე მსგავსი არ მოსულა ჩემამდე. როცა არის შინაგანაწესის უხეში დარღვევა, არის ძალადობა, მე მოვიქეცი კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერების შესწავლას, ჩანაწერები ჩვენთან ინახება ათი დღით. რა თქმა უნდა, ჩატარდა მოკვლევა, კადრები ამოღებულია. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე კადრები, სწორედ ამის საფუძველზე გავათავისუფლეთ მასწავლებელი“.

აღსანიშნავია, რომ მერაბ დოლიძე მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. 

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი თავად მერაბ დოლიძემაც გააკეთა  და აღნიშნა, რომ  "ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. ბო­დიშს ვიხ­დი, ვი­ნა­ნი­ებ, მაგ­რამ მა­ინც მაქ­ვეყ­ნე­ბენ... არ ვიცი, რა გი­თხრათ.. ეს ბავ­შვი მე­ო­რე ბავ­შვს სცემ­და და ამა­ზე გავ­ღი­ზი­ან­დი, წა­მო­ვარ­ტყი, ეს არის. არ ვიცი, ეს რო­გორ და­მე­მარ­თა, არას­დროს ბავ­შვზე ხელი არ ამი­წე­ვია. დედა ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და, ალ­ბათ, ამი­ტომ ვერ შე­ვი­კა­ვე თავი. სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნე, კი...

გაფრთხილება, ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს:

იხილეთ ბმული   https://www.youtube.com/watch?v=7Gvqeq9Ok70




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება