| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საზოგადოება თანხმდება, რომ წიგნების კითხვა ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. კითხვა ბევრი სიკეთის მომტანია ადამიანებისთვის. არავისთვის არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ წიგნები ადამიანებს საინტერესო, მრავალფეროვან სამყაროში ამოგზაურებს და ცხოვრებას უმრავალფეროვნებს, არ ის, რომ კითხვა მათ ინტელექტუალურ და პიროვნულ განვითარებას ხელს უწყობს. თუმცა, როგორც გაირკვა ორმაგად სასარგებლოა წიგნების ხმამაღლა კითხვა.
საინტერესოა, კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს ბავშვებისთვის წიგნების ხმამაღლა კითხვას? კვლევების მიხედვით, ხმამაღალ კითხვას ჩუმად კითხვასთან შედარებით აქვს რამდენიმე უპირატესობა.
ამდიდრებს ლექსიკას
წიგნების ხმამაღლა კითხვა ბავშვებს არა მხოლოდ ლექსიკას უმდიდრებს, არამედ ეხმარება იმაში, რომ უფრო ყურადღებიანი, დაკვირვებული გახდეს.
ავითარებს კომუნიკაციის უნარებს
ხმამაღლა კითხვა ბავშვებს კომუნიკაციის უნარების განვითარებაში ეხმარება. მას ამ დრო საკუთარ თავთან აქვს კომუნიკაციაა, ალაგებს აზრებს და ანალიზ უკეთებს მოვლენებს - მთავარ პერსონაჟებსა თუ სხვადასხვა შემთხვევას.
ამცირებს სტრესის დონეს
კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც მოზარდები ხმამაღლა წაკითხულს ისმენენ, ტექსტის გაგება, მისი ანალიზი და გააზრების უნარი ეხვეწებათ, სტრესის დონე კი უმცირდებათ.
ეხმარება კონცენტრაციაში
ხმამაღლა კითხვის დროს ბავშვები სხვა რამეზე არ ფიქრობენ. მათი ყურადღება თავიდან ბოლომდე ტექსტზეა კონცენტრირებული.
ხელს უწყობს წაკითხულის დამახსოვრებას
წაკითხულ ტექსტს ტვინი სამმაგად ამუშავებს – როგორც ვიზუალურ, ხმოვან და კუნთოვან (ტუჩებისა და ენის მოძრაობები) ინფორმაციას. ტვინის რამდენიმე უბნის - მხედველობითი, სმენითი და მოტორული ქერქის ერთდროული მუშაობა ხელს უწყობს წაკითხულის გაგებასა და დამახსოვრებას.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას