სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგებს პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
25-09-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგი - „პირველადი სამედიცინო დახმარება“ ჩატარდა. 

ტრენინგი პირველადი დახმარების საკითხებზე, წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით, გაიმართა და წარმატებით წარიმართა. 

ტრენინგი მიზნად ისახავდა პედაგოგების აღჭურვას საჭირო ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რაც მათ მომავალში საშუალებას მისცემს, გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფად და სწორად იმოქმედონ.

ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, რომელთა ცოდნითაც თავისუფლად შეძლებენ: 

  • გადაუდებელ შემთხვევებში დაზარალებულ ბავშვს ადგილზევე სწორად და თანმიმდევრობით გაუწიონ პირველადი დახმარება;
  • საჭიროების შემთხვევაში სწორად და ეფექტურად ჩაატარონ გულ-ფილტვის რეანიმაცია;
  • უცხო სხეულის გადაცდენისა და გადაყლაპვისას დიფერენცირება და პირველადი გადაუდებელი დახმარება გაუწიონ დაზარალებულს;
  •  სწორად შეაფასონ და მართონ მაღალი ტემპერატურა; ცხელების მართვის დროს განსაზღვრონ  დასაშვები მედიკამენტების როლი და მნიშვნელობა;
  • ალერგიისა თუ მწვავე ვირუსული დაავადებების შემთხვევაში სწორად შეაფასონ და ეფექტურად გაუწიონ პირველადი გადაუდებელი დახმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

„ჩვენი სკოლისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის დგას მოსწავლეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. პედაგოგების ცოდნა პირველადი დახმარების თაობაზე უზრუნველყოფს მეტად დაცულ და უსაფრთხო გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს  ექნება თავდაჯერებულობა და იმედი იმისა, რომ მათ გვერდით არიან კვალიფიციური ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ იმოქმედონ კრიტიკულ მომენტში. 

ეს ტრენინგი ჩვენი სკოლის განვითარების ნაწილია. რადგან ვცდილობთ, მუდმივად გავაუმჯობესოთ უსაფრთხოების სტანდარტები და შევქმნათ საუკეთესო პირობები ჩვენი მოსწავლეების განვითარებისთვის.

მადლობას ვუხდით ყველა მასწავლებელს ჩართულობისა და პასუხისმგებლობისთვის!

მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის ექიმ-პედიატრს თამარ ადეიშვილს! პირველადი დახმარების ცენტრს (First Aid Center)“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრიორირეტია, მასწავლებელთა გადამზადება და პროფესიული განვითარება კი ყოველდღიურობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება