სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სივრცული ფიგურები“ - ხარების საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
08-06-2018
-
+


წალკის, ხარების საჯარო სკოლის IV კლასში პროექტი - „სივრცული ფიგურები“ განხორციელდა. 

პროექტს პედაგიგი თინათინ მელაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა სივრცული ფიგურების მოდელები და მათი კარკასები საკუთარი ხელით გააკეთეს, რისთვისაც პლასტილინი, ასანთის ღერები და ფერადი ფურცლები გამოიყენეს. სივრცულ ფიგურებთან ერთად მათ ცილინდრისა და კონუსის გამოყენებით თოჯინები დაამზადეს. 

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა ნამუშევრები სკოლაში გამოიფინა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია. სამუშაო პროცესი მოსწავლეებისათვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა და მაღალი იყო მათი მოტივაცია და ჩართულობა. 

„მოსწავლეებს, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, უჭირთ სივრცულ ფიგურათა წარმოსახვა. ამ საკითხის შესწავლის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული სამუშაოს განხორციელება, რაც ეხმარება მოსწავლეებს უკეთესად აღიქვან ფიგურები, კარგად დაიმახსოვრონ სივრცული ფიგურების ელემენტები: წიბო, წვერი, წახნაგი. უადვილდებათ გადამკვეთი და არაგადამკვეთი წიბოების დასახელება, მოპირდაპირე წახნაგების მოძებნა, სწორედ ამ მიზნით განხორციელდა სასწავლო პროექტი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება