სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3 პროგრამიდან ბაღმა მინიმუმ ერთი მაინც უნდა წარადგინოს ფუნქციონირებისთვის
17-10-2024
-
+


ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებით წესში განსაზღვრულია პროგრამის სახეები.

ა) ადრეული აღზრდისა და განათლების პროგრამა – ადრეული ასაკის (დაბადებიდან 2 წლამდე) ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომლის საგანმანათლებლო კომპონენტი (კურიკულუმი) ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი მისაღწევი შედეგების მიღწევას;

ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა – სკოლამდელი ასაკის (2 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე) ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომლის საგანმანათლებლო კომპონენტი (კურიკულუმი) ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით, მათ შორის სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი მისაღწევი შედეგების მიღწევას;

გ) სასკოლო მზაობის პროგრამა – სკოლამდელი ასაკის (5 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე) ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მომზადებულია სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე და რომელიც ხელს უწყობს ამ
სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.

ავტორიზაციის განაცხადში დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უნდა უთითებდეს  მინიმუმ 1 პროგრამას, რომლის განხორციელების უფლების მოპოვებაც სურს ავტორიზაციის მინიჭების შემთხვევაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება