| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეიბიჯიეს აკადემიაში“ ყოველთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და საჭირო კურსები მიმდინარეობს.
ამჯერად, აკადემია 4-დღიან სატრენინგო შეხვედრას აანონსებს, საგნისა და სპეციალური მასწავლებლებისათვის, ზოგადად, მათთვის ვინც ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს.
შეხვედრის თემა გახლავთ - „სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საგნობრივი ნაწილის დოკუმენტირება“.
შეხვედრები მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. შეხვედრას ტრენერი სოფიო ძიგრაშვილი წარუძღვება.
ტრენერი მსმენელთან ერთად განიხილავს:
რაც შეეხება, პრაქტიკულ ნაწილს, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, თავად განახორციელოს ისგ-ს საგნობრივი ნაწილის დოკუმენტირება და მიიღოს კომპეტენტური უკუკავშირი.
შეხვედრა 24-26 სექტემბერს 19:00 საათზე და 28-29 სექტემბერს -20:00 საათზე „თიმსის“ პლატფორმაზე გაიმართება, მისი ღირებულება ფასდაკლებით 59 ლარს შეადგენს.
„შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს მომზადებულნი! თქვენთვის ეიბიჯიეს აკადემია“,- აღნიშნავენ აკადემიაში და მსმენელს საინტერესო ტრენინგზე იწვევენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად