სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
06-09-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) 2024 წლის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი; გერმანული ტრანსნაციონალური საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია „ბოშის‘‘ მომავლის კვლევისა და ტექნოლოგიების სტრატეგიის ვიცე პრეზიდენტი, დოქტორი ანდრეი ჰეინკე; ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) გენერალური მდივანი, პროფესორი კურტ დეკეტელარე და უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ანანო შავერდაშვილი.

გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში, 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად გადასცა.

კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტოზონებში, სამახსოვრო სურათები გადაეღოთ. გამოსაშვები ცერემონიის შემდგომ კი, საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის ქართველმა და უცხოელმა პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებმა, და სხვა მოწვეულმა მაღალი რანგის სტუმრებმა.

ღონისძიების დაწყებამდე, სტუმრებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ტერიტორიაზე 2024 წელს აშენებული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური კორპუსი დაათვალიერეს. ექვსსართულიან, 27.000 კვ.მ. ფართობის მქონე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო კორპუსში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სალექციო სივრცეები, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები,  სამკითხველო დარბაზები.  

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს.  უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება