სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კლასების გაყოფა საგნების მიხედვით - ეროვნული სასწავლო გეგმა
07-09-2024
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლებში კლასები უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, გარკვეულ საგნებში დასაშვებია კლასების გაყოფაც.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლაში კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა (თუ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს), ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (თუ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს), უცხოური ენები (თუ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 20-ს) და კომპიუტერულ ტექნოლოგიები, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჩ7“ ქვეპუნქტის ,,ჩ7ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ.

უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. რაოდენობრივი შეზღუდვა არ ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ასევე ჯგუფებსა და განაყოფებს, რომლებიც დაკომპლექტებულია მეორე უცხოური ენების არჩევანის შესაბამისად. თუ მეორე უცხოურ ენაში ერთი კლასის ფარგლებში განსხვავებულ არჩევანს აკეთებს  ერთი ან ორი მოსწავლე, რეკომენდებულია მეორე უცხოურ ენაში კლას-კომპლექტის შექმნა სხვა პარალელურ კლასთან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება