სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტები და ფაკულტეტები საქართველოში
22-09-2024
-
+


საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების უმრავლესობაში ფიქსირებული გადასახადია, ის წელიწადში 2250 ლარია, თუმცა კერძო უმაღლესებში სწავლის საფასური ფაკულტეტებისს მიხედვით განსხვავებულია ზოგიერთი მათგანი იაფი სულაც არაა. ყველაზე ძვირი -30 000 ლარი საჰაერო ხომალდის მართვის შესწავლა დაგიჯდებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, საბაკალავრო პროგრამებზე ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტისა და სასწავლო მიმართულების ჩამონათვალი შემდეგნაირია: 

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი: საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (პილოტი)

კვალიფიკაცია: საჰაერო ხომალდის მართვის ბაკალავრი

წლიური გადასახადი - 30 000 ლარი.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ელექტრული ინჟინერია

საბაკალავრო პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. SDSU საქართველო გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს

SDSU-საქართველოს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის ღირებულება წელიწადში 7500 აშშ დოლარს შეადგენს. უნივერსიტეტი ყოველ წელს გასცემს მრავალრიცხოვან სტიპენდიას და სტუდენტებს სთავაზობს 25%-დან 100%-მდე თანადაფინანსებას.

კავკასიის უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი.

წლიური საფასური -  8990 ლარი

ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი პროგრამა (ინგლისურენოვანი)

კვალიფიკაცია: მენეჯმენტის ბაკალავრი - წლიური საფასური - 21500 ლარი.

ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

პროგრამა - ვიზუალური კომუნიკაცია (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი). კვალიფიკაცია - ხელოვნების ბაკალავრი ვიზუალურ კომუნიკაციაში.

წლიური საფასური - 9500 ლარი.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

კვალიფიაკაცია დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) 

წლიური საფასური 8000 ლარი

თავისუფალ უნივერსიტეტი 

თავისუფალ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, ბიზნესის სკოლისა (ESM), არქიტექტურისა და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების გარდა სწავლის საფასური 6 950 ლარია. ხოლო ბიზნეს სკოლის, არქიტექტურისა და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამებზე ყოველწლიური გადასახადი - 7 950 ლარი. თუ სტუდენტი სარგებლობს თანადაფინანსების სისტემით, ყოველწლიურ გადასახადს აკლდება 2 000 ლარი (4 წლის განმავლობაში კი 8 000 ლარი).

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი)

კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი. წლიური საფასური - 7500 ლარი.

შპს - საქართველოს უნივერსიტეტი.

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

წლიური საფასური - 6000 ლარი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია: არქიტექტურა (ინგლისურენოვანი)

სწავლის საფასური 5990 ლარი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 2 საგნის გამოცდაზე აპლიკანტების 46 პროცენტი არ მივიდა - ცხრა პირი დაგვიანების გამო ტესტირებას გამოეთიშა

ცნობილია,  ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საფეხურების მიხედვით

 

მოსწავლეს მეზობელმა მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა - დაკავებულს 13-წლიანი პატიმრობა ელის

მასწავლებელთა გამოცდაზე 23 პროცენტი არ მივიდა - დაგვიანების რეკორდული მაჩვენებელია

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება