სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ჯდება მოსწავლეების სკოლისთვის მომზადება და როგორ აფასებენ ხარჯებს მშობლები
08-09-2024
-
+


16 სექტემბერს ახალი 2024-2025 სასწავლო წელი იწყება. ამ დღეს მოსწავლეთა უმრავლესობა განსაკუთრებით ელოდება, რადგან ბავშვებს ერთი სული აქვთ როდის ჩაიცმევენ სკოლისთვის შეძენილ სამოსს და გაიკეთებენ ახალ ჩანთას.  სიხარულს, მათი მშობლებიც იზიარებენ, თუმცა ფინანსები რომელიც სკოლისთვის მოსწავლეთა მოსამზადებლად უნდა დაიხარჯონ ცოტა ნამდვილად არ არის, ეს კი სიხარულს მეტნაკლებად ანეიტრალებს. როგორ ემზადებიან მშობლები და როგორ აფასებენ ხარჯებს, ამ საკითხზე etaloni.ge - ს რამდენიმე მშობელი ესაუბრა,

მესამეკლასელია ჩემი შვილი, მისი სკოლისთვის მომზადება არც ისე მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. ფეხსაცმელში 70 ლარი გადავიხადე, თეთრ პერანგში და ქვედაბოლოში ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ ჯამში - 150 ლარამდე. ასევე შევიძინეთ ჩანთა, რომელიც დაახლოებით 90 ლარამდე ღირდა. ჯერჯერობით საკანცელარიო ნივთები არ გვიყიდია, მაგრამ ფასებს რომ გადავხედე მინიმუმ 150 ლარამდე დაგვეხარჯება ალბათ. შარშანაც დაახლოებით ისეთი ფასები იყო, როგორიც წელსაა, მაქსიმუმ ალბათ 10 თეთრით იყოს მომატებული საკანცელარიო ნივთებზე. ზოგადად კი ვფიქრობ საშუალოზე მაღალი ფასებია ყველაფერზე“, - გვეუბნება მშობელი ნინო.

„ორი შვილი მყავს, ორივე სკოლის მოსწავლეა. ერთი მესამეკლასელია, მეორე - მეოთხეკლასელი. შარშან მახსოვს ორივეს მომზადება სკოლისთვის 1000 ლარამდე დამიჯდა. წელს ჯერჯერობით ყველაფერი არ შეგვიძენია, მაგრამ რაც ვიყიდეთ ჯამში 500 ლარი გადავიხადე. საყიდელი დამრჩა ჩანთები ორივე ბავშვისთვის რვეულები, კალმები, პენლები და ფანქრები. საკმაოდ რთულია ყოველ წელს ორი ბავშვის გამზადება, არადა წარმოუდგენელია ახალი ტანსაცმელი არ უყიდო შენს შვილს და სკოლაში ისე მიყვანო. სასკოლო ხარჯებისთვის ფულის გადადებას რამდენიმე თვით ადრე ვიწყებ ხოლმე რომ ერტიანად არ გამიჭირდეს“, - აღნიშნავს მშობელი ანა.

„სკოლისთვის ბავშვის მომზადება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მით უმეტეს, როდესაც ბავშვი პირველად მიგყავს სკოლაში. იმისთვის, რომ ჩემს შვილს სწავლის მოტივაცია ჰქონდეს ვეცადე, ისეთი ნივთები შემეძინა მისთვის, რომლებიც მოსწონს. ჩანთა და პენალი მისი გემოვნებით ვიყიდეთ, რომლებშიც ერთად 200 ლარი გადავიხადე. რვეულები, კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები ჯერ არ შეგვიძენია და ზუსტად არ ვიცი ფასები. რაც შეეხება ტანსაცმელს - ყველაზე ძვირი ფეხსაცმელში გადავიხადე. საერთო ჯამში, გარდა საკანცელარიო ნივთებისა, ბავშვის მომზადება 500 ლარი დამიჯდა“ , - გვეუბნება მშობელი სალომე.

„მე ძირითადად საიტებიდან ვიწერ ხოლმე ტანსაცმელებს და ჩემს შვილებსაც გამოვუწერ. უფრო ნაკლები დამიჯდება. აქ, ბაზრობაზე ფასებს რომ გადავხედე გავგიჟდი ისეთი ძვირია ყველაფერი. მე სამ მაისურში ვიხდი იმდენს, რამდენიც აქ 1 ღირს. მხოლოდ ჩანთა და საკანცელარიო ნივთები ვიყიდე ბაზრობაზე, რაშიც ერთად 100 ლარი გადავიხადე. 80 ლარამდე დამიჯდა ჩანთა, პენალი - 20 ლარი“, - აღნიშნავს მშობელი თეა.

აქვე გთავაზობთ სხვადასხვა მაღაზიებში არსებულ ფასებს:

სასკოლო ზურგჩანთის ფასი 45 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს.

პენალი - 15 ლარი;

ზამბარიანი ბლოკნოტის ფასი 2 ლარიდან იწყება, გააჩნია ზომას და ხარისხს;

სათლელი - 50 თეთრიდან;

კალამი ბურთულიანი თავსახურით - 1.50 ლარიდან იწყება;

თხევადი წებო - 70 თეთრი; ბრჭყვიალა წებო - 2.70 თეთრი;

ჩასანიშნი წებოვანი ფურცლები - 2 ლარიდან;

საშლელი - 50 თეთრი;

სათლელი - 50 თეთრი;

აკრილის საღებავი - 26 ლარი;

სახატავი ფანქრები - 6 ლარიდან;

პლასტილინი - 6 ლარი;

სამხატვრო ნაკრები - 68 ლარიდან (ზომის, მოცულობის მიხედვით ფასიც იზრდება);

სახაზავი - 90 თეთრიდან;

რაც შეეხება ტანსაცმელებს:

თეთრი ბლუზა - 45 ლარიდან იწყება;

ქვედაბოლო - 40 - 70 ლარი;

ფეხსაცმელი - 90-120 ლარი.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ ბავშვის მიყვანა და არის თუ არა თავისუფალი ადგილები

სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

„მასწავლებლის გამოცდებზე 30 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, აქედან 15 ათასი მოქმედი პედაგოგია...“

საგრანტო კონკურსი ჩატარდება - ვის მიეცემა გამოცდაზე გასვლის უფლება და როგორ შეეხება ცვლილება კერძო უმაღლესებს

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს ხელოვნებისა და ლიტერატურის განუყოფელი კავშირი
 
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების წახალისება
 

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება