სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, თქვენი თაობის მონდომება და მიზანდასახულობა ქვეყნის ნათელი მომავლის წინაპირობა იქნება“-სიღნაღის სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
29-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. წელს საქართველოს მასშტაბით სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. 

უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულები.

ტატო ბარნაბიშვილი - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 100%-იანი გრანტით გააგრძელებს სწავლას. 

ლუკა ფირცხელანი - თსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხა. 

მარიამ კოჭლამაზაშვილი ბიზნესის ადმინისტრირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლება. 

გიორგი გოგოსაშვილი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის.

ნიკოლოზ უსუფაშვილი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ჩაირიცხა სასწავლო პროგრამაზე - ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა.

სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„გილოცავთ, სტუდენტობას და გვჯერა, რომ თქვენი თაობის მონდომება, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. წინ ახალი გამარჯვებებისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება