სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N38 საჯარო სკლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, მათი ნაწილი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს
29-08-2024
-
+


ქუთაისის N38 საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა წარმატებული კურსდამთავრებულების სიმრავლით, რომლებიც სკოლაში მიღებულ ცოდნას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით იყენებენ და თავიანთ შესაძლებლობებს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. 

ცხადია არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი და ქუთაისის N38 საჯარო სკოლის კოლექტივი სიამაყით გვიზიარებს კურსდამთავრებულების მიღწევას. მათ შორის არიან ახალგაზრდები, რომლებმაც არა მხოლოდ წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, არამედ მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს და სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვეს. 

სკოლა ამაყია, რომ 2023-2024 წლის ყველა კურსდამთავრებული დღეს სტუდენტია, ისინი ცოდნის გაღრმავებას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ და საოცნებო პროფესიებს დაეუფლებია. 

ლიკა ჭოლაძე 50%-იანი დაფინანსებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტომატოლოგიაზე გააგრძელებს სწავლას; გიორგი ხურციძეც 50%-იანი გრანტით ისწავლის იგივე უნივერსიტეტში, ისტორიის პროგრამაზე; ლუკა გაგნიძე 70%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მიმართულება - ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერება; ლიზა ჯანელიძე კავკასიის უნივერისტეტში, 50%-იანი დაფინანსებით შეისწავლის არქიტექტურას; ანა ჯანგავაძე ასევე 50%-იანი დაფინანსებით ისწავლის ევროპის უნივერსიტეტში, პროგრამაზე - დიპლომირებული მედიკოსი; ამირან ჩხეტიანი კი, შავი ზღვის საერთაოშორისო უნივერსიტეტში, ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე, 70%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. 

„სკოლა ამაყობს ჩვენი კურსდამთავრებულებით და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში და ყველა ახალგაზრდას ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება