სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლამზირა ოსეფაშვილმა კომპეტენცია მესამე საგანში დაადასტურა
29-08-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის კოლექტივი წარმატებული, წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგებით არის დაკომპლექტებული, რომელთა შორისაა ლამზირა ოსეფაშვილი. 

ორი საგნის სპეციალისტმა, წელს მესამე საგანშიც დაადასტურა კომპეტენცია, მან სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის შემდეგ უფროსი სპეცმასწავლებლის გამოცდაც წარმატებით ჩააბარა. 

„როგორც იქნა არდადეგები დასასრულს მიუახლოვდა, იწყება ახალი სასწავლო წელი. მნიშვნელოვანია, რომ სკოლას ამდიდრებდნენ კომპეტენტური სერტიფიცირებული პედაგოგები. მიუხედავად იმისა,  რომ სტატუსები იხსნება,  კომპეტენცია ხელშეუხებელია, რაც მოსწავლეებთან  ცოდნის ხარისხის  ამაღლებაში ვლინდება“,- ასეთი შემართებით სკოლის ადმინისტრაცია მხარს უჭერს პედაგოგთა მონდომებასა და მოტივაციას, ახალისებს და აფასებს მათ შრომას. 

თავად, პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი აღნიშნავს, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს  განვითარებაზე, პროფესიულ წინსვლაზე - ეს კარგად აისახება მის პროფესიულ საქმიანობაზეც. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგს მრავალი სამოქალაქო სოციალური პროექტები აქვს განხორციელებული, გარდა ამისა ყოველ წელს ჰყავს სკოლაში აბიტურიენტი, რომელსაც უანგაროდ ამზადებს. მისი აბიტურიენტი წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

„მთავარია შრომა, პროფესიული ზრდა, მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაცია, ცოდნის გადაცემის ხერხების ფლობა, ჯანსაღი გარემო და მეტაკოგნიციის უნარები“, - აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგს ულოცავენ წარმატებას.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება