| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგოებით დაკომპლექტებული კოლექტივი ყოველ წელს ხარობს კურსდამთავრებულების წარმატებითა და წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგების წინსვლით.
არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი და სკოლა კვლავ ამაყობს ახალგაზრდების: მარიამ ვახტანგაძის, ამირან ვაწაძის, ნიკოლოზ დვალის, მარიამ ხუციშვილისა და ნოდარ ბუაძის მიღწევით, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და განათლების მიღებას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.
„წარმატებული და სიახლეებით აღსავსე სტუდენტობა მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში და იმედოვნებენ, რომ ბუგეულის საჯარო სკოლა კიდევ მრავალ სასახელო თაობას აღუზრდის ქვეყანას.
მიზანდასახულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პედაგოგთა შორისაა რუსული ენის, მასწავლებელი კობა ჭელიძე, რომელმაც წელს მორიგი საგნის გამოცდა ჩააბარა წარმატებით და კომპეტენცია დაადასტურა ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში.
სკოლაში პედაგოგს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა