მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2024 წლის მასწავლებლის გამოცდები დასრულებულია, აპლიკანტებისთვის უკვე ცნობილია საბოლოო შედეგები. კითხვა - როდის იწყება უნივერისტეტებში რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე და რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ მსურველებმა? კი, აქტუალურია, რომელზე პასუხსაც გამოცდაჩაბარებული აპლიკანტები ელიან.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ, სექტემბერში და მიღების ვადები დგინდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 2 სექტემბრიდან , თესაუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი N407, 11:00 -დან 17:00 საათამდე.
მიმართულებები:
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
სპორტი (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.(დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური).
მისაღები გამოცდა ჩატარდება წერითი ფორმით თესაუს საგამოცდო ცენტრში, მისამართზე: ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N1.გამოცდის ხანგრძლივობაა 120 წუთი.
გამოცდის თარიღი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 2-18 სექტემბერი.
მისაღები გამოცდა ჩატარდება 19 სექტემბერს 11:00 საათზე.
პროგრამები, წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი:
რეგისტრაციის ვადები: 30 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით (10:00-17:00 სთ.)
ცხადდება რეგისტრაცია და საბუთების მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);
სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური);
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
მუსიკა;
სპეციალური მასწავლებელი (აკრედიტაციის პროცესში).
კონკურსანტებთან გასაუბრება - 11-17 სექტემბერი.
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია:
რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 09 სექტემბრიდან 16 სექტემბრის 18:00 საათამდე
მოდული: მუსიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
შიდა შესარჩევი გამოცდა: 19-20 სექტემბერი (დაზუსტდება რეგისტრაციის შემდეგ)
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
თბილისის თავისუფალი აკადემია:
რეგისტრაცია ელექტრონული სახით უკვე დაწყებულია და შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე.
მიმართულებები:
დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება - I-IV კლასები) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) მათემატიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური).
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი:
რეგისტრაციის ვადები: 2 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-დან 17:00 საათამდე.
სპორტული ტური ჩატარდება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში 21 სექტემბერს 10:00 სთ-ზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N49 ფეხბურთის მოედანი.
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი:
რეგისტრაციის ვადები: ყოველ დღე, კვირის გარდა 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, 29 სექტემბრის ჩათვლით.
მასწავლებლებს დარეგისტრირება შეუძლიათ შემდეგი მიმართულებებზე:
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
ინგლისური ენა (დაწყებითი,საბაზო და საშუალო საფეხური);
საზოგადოებრივი მეცნიერებები -ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ბუნებისმეტყველება(დაწყებითი საფეხური);
ბიოლოგია(საბაზო და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
სპორტი(დაწყებითი,საბაზო და საშუალო საფეხური).
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი:
აპლიკანტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ელექტრონული აპლიკაციის შევსებით: https://reg.eeu.edu.ge/teachers/local/eeureg/step-1.php
მიმართულებები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,
ინგლისური ენის მასწავლებელი
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ვადა: 16 სექტემბერი.
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტი:
რეგისტრაციის ვადები: 2 სექტემბერი – 26 სექტემბერი;
მიღება მოხდება შემდეგ მოდულებზე:
ქართული ენა, ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური).
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა (წერა) ჩატარდება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს.
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:
რეგისტრაციის ვადები: 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 30 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას მასწავლებლის მომზადების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ( დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულიენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – I-IV კლასები).
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ვადები: 2024 წლის 4, 5, 6 და 7 სექტემბერი.
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 30 აგვისტო - 6 სექტემბერი; 24-25 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ შესაბამის ფაკულტეტზე.
მისაღები გამოცდის ვადები: 16 სექტემბერი 14:00 სთ (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა);
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
სტუდენტთა მიღება განხორციელდება შემდეგ მოდულებზე:
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
ინფორმატიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
საკონკურსო გამოცდა ჩატარდება 10 სექტემბერს 12:00 საათზე.
წარსადგენი დოკუმენტაცია და სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“
„როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ“
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია