სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
24-11-2024
-
+


მსოფლიოში, სადაც ცოდნა და უნარები უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, ასეთი გამოცდების გავლის შესაძლებლობა კანდიდატების წინაშე ხსნის უზარმაზარ პერსპექტივებს განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის - ამ გამოცდებიდან თითოეული წარმოადგენს უნიკალურ გამოწვევას, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შუპოვრობასა და სითამამეს. 

1. MCAT (Medical College Admission Test)

მათთვის, ვინც ოცნებობს ჩააბაროს აშშ-ს ან კანადის სამედიცინო კოლეჯში, MCAT სავალდებულოა. Medical College Admission Test ურთულესი გამოცდაა და აფასებს კანდიდატების ცოდნას ბიოლოგიურ მეცნიერებებში, განსაზღვრავს მის ანალიტიკურ შესაძლებლობებსა და კრიტიკული აზროვნების უნარებს. ამ გამოცდის ჩაბარება ექიმის კარიერიულ გზაზე გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

2. UPSC (Union Public Service Commission) Exam

ინდური გამოცდა - UPSC შედგება სამი ეტაპისგან - წინასწარი ტესტი, ძირითადი გამოცდა და ინტერვიუ.  გამოცდა ამოწმებს კანდიდატების ცოდნას სხვადასხვა დარგში - ისტორიიდან და გეოგრაფიიდან დაწყებული პოლიტიკითა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დამთავრებული. მხოლოდ კანდიდატთა მცირე რაოდენობა ახერხებს სამივე ეტაპის წარმატებით გავლას.

3. Gaokao

ჩინურ ეროვნულ გამოცდა „გაოკაოს“, რომელსაც უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ ჩინელი აბიტურიენტები აბარებენ, „სამდღიან ჯოჯოხეთს“ ეძახიან. „გაოკაო“ ჩინელი ბავშვებისთვის დიდი სტრესია და, დიდწილად, მათ მომავალსა და საზოგადოებაში ადგილს განსაზღვრავს.

გამოცდა ძირითადად ტერსიტრების ფორმატით ტარდება და ორი ან სამი დღე გრძელდება. სავალდებულოა - ჩინურის, მათემატიკისა და უცხოური ენის ჩაბარება. ასევე, კურსდამთავრებული აბარებს ორ არასავალდებულო საგანს საკუთარი სურვილისამებრ ეს შესაძლოა იყოს ჰუმანიტარულიდან - ისტორია, გეოგრაფია, პოლიტოლოგია, ტექნიკურიდან კი - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ტექნოლოგიები.

კონკურენცია უნივერსიტეტში ჩაბარებისას ძალიან მაღალია. კონკურსი პოპულარულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, მაგალითად, პეკინის ან ცინგუას უნივერსიტეტებში, შეიძლება იყოს, 600 აბიტურიენტი ადგილზე. ადგილისთვის ბრძოლა კი ნამდვილად ღირს: სტატისტიკით, სტუდენტების არანაკლებ 96%, რომლებიც პეკინის უნივერსიტეტის დიპლომს იღებენ, მაღალანაზღაურებად სამსახურებში საქმდებიან.

4. CFA (Chartered Financial Analyst)

პროგრამა CFA - გამოცდის სამდონიან სისტემას წარმოადგენს, რომლის მიზანი ფინანსურ და საინვესტიციო სფეროებში პროფესიონალების გამოვლენაა. ეს გამოცდები მოითხოვს ფინანსური ინდუსტრიის ასპექტების ღრმა ცოდნას. აღსანიშნავია, რომ სირთულის გამო, კანდიდატთა მხოლოდ 20% ახერხებს სამივე დონის წარმატებით გავლას და CFA-ის წოდების მოპოვებას.

5. LNAT (Law National Aptitude Test)

ბრიტანეთის იურიდიულ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად აბიტურიენტებმა LNAT უნდა ჩააბარონ: ეს ტესტი აფასებს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, ასევე არგუმენტირებული წერის უნარს. LNAT წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს ბევრ პრესტიჟულ იურიდიულ სასწავლო პროგრამაზე ჩასარიცხად. 

6. All Souls Prize Fellowship Exam

All Souls Prize Fellowship Exam, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტი ატარებს, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და რთულ აკადემიურ გამოცდად ითვლება. კანდიდატებს სთავაზობენ ოთხ ესეს სხვადასხვა თემაზე, რაც მოითხოვს ღრმა ცოდნას და ანალიტიკურ უნარებს.

ყოველწლიურად მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა გახდეს All Souls College Scholars-ის სტიპენდიანტი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება