| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მინისტრის ბრძანებით, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა, რომ იმ პირებს, ვინც საგნის გამოცდის მაგივრად, უნარების გამოცდაზე დარეგისტრირდა, თანხა, განაცხადების ვადის დასრულებიდან, ერთი თვის ვადაში დაუბრუნდებათ.
„იმ პირებს, რომელთაც 2023 წლის საგნის გამოცდაზე რეგისტრაციისას შეცდომით გადაიხადეს პროფესიული უნარების გამოცდაში მონაწილეობის საფასური, უფლება აქვთ აღნიშნული საფასურის დაბრუნების მოთხოვნით, ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმით, მიმართონ ცენტრს, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით ვადაში.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საფასურს ცენტრი დააბრუნებს საფასურის დაბრუნების შესახებ განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში“, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად