სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები?
18-08-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საპრეტენზიო განცხადებების მიღება დასრულებულია. 

გასაჩივრების შემდეგ, აბიტურიენტებს ქულის მომატების იმედი აქვთ, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქულა არ იცვლება ან უფრო მეტიც, აკლდებათ. 

იმ შემთხვევაში, თუ ქულა შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) აბიტურიენტს აპელაციაში გადახდილი თანხა - 50 ლარი უკან უბრუნდება. 

საინტერესოა, თუ რა დრო აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს იმ ნაშრომების გასასწორებლად, რომლებიც გასაჩივრებულია. როგორც აბიტურიენტთა ცნობარში ვკითხულობთ, საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან მაქსიმუმ 20 დღის ვადაში იღებს. 

წელს აპელაცია 7 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდა. შესაბამისად, თუ 20 დღის ვადას გავითვალისწინებთ, აბიტურიენტებმა აპელაციის შედეგები, მაქსიმუმ, 29-30 აგვისტოს უნდა იცოდნენ. 

„საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან მაქსიმუმ 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება გამოსაცდელის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი“,- ამას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ცნობარში განმარტავს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს

ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა ხელბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება