სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეიბიჯიეს აკადემია“, ტრენერ სოფიო ძიგრაშვილის ხელმძღვანელობით, საზოგადოებას საინტერესო ტრენინგს ჰპირდება
15-08-2024
-
+


„ეიბიჯიეს აკადემია“ საზოგადოებას სხვადასხვა ინტერესების ადამიანებზე მორგებული ტრენინგებით ანებივრებს. 

ამჯერად, აკადემია მნიშვნელოვან სასერტიფიკატო კურსზე - „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჰოლისტური შეფასება და ინტერვენციის გეგმა, თეორიული და პრაქტიკული ნაწილი“ გიწვევთ. მას ტრენერი სოფიო ძიგრაშვილი გაუძღვება. 

კურსი მოიცავს თეორიულ (3 დღე) და პრაქტიკულ ნაწილს (2 დღე). 

შეხვედრების ფარგლებში განსახილველი თემები შემდეგია:

  • ჰოლისტური შეფასება;
  • წერის რაობა (წერის პრეაკადემიური უნარები/ წერის უნარის შეფასება/წერის ალტერნატივა/ წერის უნარის განსავითარებელი აქტივობები);
  • კითხვის რაობა (კითხვის მოდელი/კითხვის სწავლების მეთოდები/კითხვის შეფასების პროცესი /კითვის უნარის განსავითარებელი აქტივობები);
  • თხრობის რაობა (თხრობის კომპონენტები/ მახასიათებლები/3 ძირითადი სტადია/ თხრობის უნარის განსავითარებელი სავარჯიშოები;
  • ანგარიში (მათემატიკური უნარების განვითარების წინაპირობა/მათემატიკის სწავლისა და განვითარების სამი ბაზისურ დონე, სავარჯიშოები);
  • აღქმა ( სენსორული შეგრძნება/აღქმის კომპონენტები/აღქმის შეფასების პროცესი/ აღქმის განსავითარებელი სავარჯიშოები);
  • ყურადღება ( ყურადრების ფორმები, კომპონენტები/ ყურადღების განსავითარებელი სავარჯიშოები);
  • მეხსიერება ( მეხსიერების 3 ძირითადი ეტაპი/ მეხსიერების ფორმები და სახეები, მეხსიერების განსავითარებელი სავარჯიშოები);
  • აზროვნება (აზროვნების ფორმები/აზროვნების კომპონენტები, აზროვნების განსავითარებელი სავარჯიშოები);
  • ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის შეფასება ( მეტყველების რაობა, ენის კომპონენტები, ექსპრესიული და იმპრესიული მეტყველება,კომუნიკაციისა და ენა–მეტყველების კომპონენტები, განსავითარებელი სავარჯიშოები);
  • ფიზიკური სფერო ( მსხვილი და მატიფი მოტორიკა);
  • სოციალური უნარები ( თვითცნობიერება, თვითრეგულაცია ,ურთიერთობები);
  • ადაპტური უნარები ( თვითმოვლის უნარი, დამოუკიდებლობა);
  • ინტერვენციის გეგმა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები;
  • მთავარი პრინციპები, რაც უნდა გაითვალისწინოს სპეციალური განათლების მასწავლებელმა ინტერვენციის გეგმის შექმნის დროს.

ბოლო 2 დღე კი პრაქტიკულ ნაწილს დაეთმობა.

მსმენელებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინონ მოსწავლის შეფასება ინტერვენციის გეგმასთან ერთად და მიიღონ უკუკავშირი.

განსაკუთრებით აღსანიშავია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსმენელები მიიღებენ მასალას მოსწავლის პოლისტური შეფასების პროცესში საჭირო შეფასების ინსტრუმენტების და ინტერვენციის გეგმის ნიმუშების სახით, ასევე, დამატებით ლიტერატურას თვითგანვითარებისათვის. 

კურსის დასრულების შემდეგ, იურიდიული ძალის მქონე ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა. ტრენინგი პლატფორმა „თიმსში“ გაიმართება. მისი გავლა, ფასდაკლებით, 90 ლარის ნაცვლად, 49 ლარად შეგეძლებათ. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება