სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის ორი კურსდამთავრებულიდან ერთი პროფესიულ, მეორე კი უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას
07-08-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. 2023-2024 სასწავლო წელს კი სკოლა ორმა მე-12 კლასელმა - მათე როგავამ და მარიამ ჭურღულიამ დაამთავრა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორივე მოსწავლემ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება - მათე როგავამ პროფესიულ, ხოლო მარიამ ჭურღულიამ კი უმაღლეს სასწავლებელში. მარიამმა მაღალი ქულებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინგლისურ ენაში უმაღლესი შეფასება 70 ქულიდან  70 და ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულიდან 57.

ორივე მოსწავლე, სკოლაში, გამოირჩეოდა სანიმუშო დისციპლინითა და მოწესრიგებულობით. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასკოლო ცხოვრების ყველა აქტივობაში. დგამდნენ ღონისძიებებისთვის საცეკვაო ნომრებს, ამზადებდნენ თემატურ პრეზენტაციებს, მონაწილეობდნენ სკოლის ეკოკლუბის ფუნქციონირებაში და კიდევ მრავალ სხვა საკლასო, სასკოლო თუ რაიონულ აქტივობებში.

ისინი განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართული სპორტულ ღონისძიებებში. მაგიდის ჩოგბურთში იყვნენ სასკოლო და რაიონული ოლიმპიადის ჩემპიონები. რეგიონალური ოლიმპიადის პრიზიორები და საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეები

„ჩვენს სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული დაუფრთიანებია. გვჯერა, რომ მარიამის და მათეს სახით ნამდვილად კარგი ახალგაზრდები შეემატება სტუდენტთა გილდიას“, - ამბობენ სკოლაში.

სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ამაყები არიან მათი მიღწევებით, ულოცავენ მიღწეულ შედეგებს და წარმატებას უსურვებენ ცხოვრების შემდეგ ეტაპზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება