სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ - ქართულის გამოცდის ბოლო ვარიანტის თემები
05-07-2024
-
+


დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო გამოცდაა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცხადა, ბოლო სესიაზე რეგისტრირებული აპლიკანტების 93%-ზე მეტი გამოცხადდა, ხოლო დაგვიანების შემთხვევა არსებული მონცემებით არ ყოფილა.

აბიტურიენტებმა უკვე დაიწყეს გამოცდიდან გამოსვლა და საკითხების თქმა. როგორც ცნობილია  ერთ-ერთი ნაწარმოები „გამზრდელი“ იყო.

„არ იყო ისეთი ადგილი, როგორსაც ველოდი, თუმცა არც ძალიან რთული ყოფილა. თეზისი - როგორ უნდა გამოვხატოთ გულწრფელად ჩვენი სიყვარული მოწინააღმდეგის მიმართ. მე პროგრამული ნაწარმოები ავირჩიე - აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ იყო.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვარ და ტესტები ჩემთვის ცოტა რთული იყო. ტექსტის რედაქტირებას რაც შეეხება, წინა წლებთან შედარებით მარტივი იყო. ძირითადად, მძიმეები იყო დასასმელი. ვფიქრობ, თავი ნორმალურად გავართვი. ილიას უნივერსიტეტში ჩაბარება მინდა ფსიქოლოგიურზე“.

„ ძალიან გამიხარდა „გამზრდელის“ ტექსტი რომ დავინახე. თეზისი იყო, როგორ აიძულებს ადამიანებს ახლობლის დახმარების სურვილი, საკუთარ მორალს გადაახტნენ. ტესტურ ნაწილს რაც შეეხება, შემოსახაზებს. მაგალითად, ასეთი კითხვები იყო, წინადადება იყო მოცემული და უნდა გამოგვეცნო, რომელი მხატვრული ხერხი იყო გამოყენებული - ეპითეტი, შედარება და ა.შ. გარდა ამისა, კითხვები იყო სიტყვების განმარტებაზეც. მეორე თხზულება თამაზ ჭილაძის ტექსტი იყო, „შუადღე“. რაც შეეხება ტექსტის რედაქტირებას, ძალიან რთულიც არ იყო, თუმცა რამდენი შეცდომა ვიპოვე, არ დამითვლია“.

„ოთარ ჭილაძის „შუადღე“ მოვიდა არაპროგრამულიდან და თეზისი იყო ურთიერთობაში მთავარი ჩვენი გულწრფელი ემოციის გამოხატვაა. ტესტურ ნაწილში შეკითხვები მხატვრული ხერხების გამოცნობაზე იყო, ასევე, კონკრეტული სიტყვები იყო მოცემული, რისი განმარტებაც უნდა გვცოდნოდა. ტექსტის რედაქტირებაში 6 პუნქტუაციური შეცდომა, 1 სტილისტური ხარვეზი და სიტყვების სხვადასხვა ხარვეზები ვიპოვე. საბოლოო ჯამში, გამოცდა საშუალო სირთულის იყო“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება