სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ერთ კვირაში დარიგდება ახალი ფორმულით ხელფასი“ - მინისტრი მასწავლებლებისთვის ანაზღაურებაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს
04-07-2024
-
+


5 ივლისიდან „ესქულის“ ბაზაში მასწავლებლებს ხელფასის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა აესახოთ. მანამდე კი განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი პედაგოგებისთვის რამდენიმე განმარტებას აკეთებს:

„ახალი სახელფასო პოლიტიკის ფორმულა როგორც კი გამოქვეყნდა, მასწავლებლებს შორის გაჩნდა კითხვები. სამინისტრო არ გაჩერებულა, გვქონდა შეხვედრები რესურსცენტრებთან, დირექტორებთან, რათა სრულფასოვანი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. თუმცა მცირე წრეებში მუსირებს აზრი, რომ მასწავლებლების ნაწილს ხელფასი აკლდება“, - განაცხადა მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუში.

მისი განმარტებით დაახლოებით ერთ კვირაში პედაგოგები უკვე მომატებულ ხელფასს და საშვებულებო თანხას მიიღებენ და ანაზღაურება არავის დააკლდება:

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და აგერ უკვე ერთ კვირაში დარიგდება ახალი სახელფასო ფორმულით ხელფასი... ორი თვის საშვებულებო პერიოდშიც ჩვენი პედაგოგები აიღებენ მომატებულ ანაზღაურებას, რასაც შეგვიძლია უპრეცედენტო ზრდა დავარქვათ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ აკლდება ვინმეს ანაზღაურება - ჩვენ გვყავს საჯარო სკოლებში სტატუსიანი 52 ათასი მასწავლებელი და არც ერთ მათგანს არ აკლდება სარგო. არ აქვს მნიშვნელობა, მცირეა დატვირთვა თუ პირიქით, თუ მიუსადაგებენ ახალ სახელფასო ფორმულას ძველს და მიიღებენ ციფრებში ნაკლებობას, ალგორითმი ათანაბრებს თანხას და სულ მცირე 200 ლარს უმატებს - ეს ეხება მასწავლებლების 5-7 პროცენტს, 70 პროცენტს ხელფასი ეზრდება საშუალოდ 500 ლარით, თუმცა საუბარია 600-700 ლარიან მატებაზე, დარჩენილ 25 პროცენტს კი მატება აქვს 300-დან 400 ლარამდე. ბიუჯეტს ეს დამატებით 200 მილიონზე მეტი უჯდება და აქ იყო სპეკულაციები, რომ ვიღაცებს სტატუსის დანამატის გაუქმების ფონზე მოხდა ამ ფორმულის შემუშავება, რაც ტყუილია.

ყველა პედაგოგს ეზრდება ხელფასი და როგორ შეიძლება ამან ვინმეს უკმაყოფილება გამოიწვიოს.

მაგალითად, თუ მასწავლებელი იღებდა 2023 ლარს, საათებსაც ვერ დაიმატებს და ახალი ფორმულით აკლდება ხელფასი - მაინც ამ თანხას აიღებს და დაემატება 200 ლარი. ეს არ იცვლება 2 წლის შემდეგაც“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება