სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არა ომს“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის მე-11 კლასელთა საინტერესო პროექტი  
04-07-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ პროექტსა და აქტივობას სთავაზობდნენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებოდნენ.

მათ შორის გახლდათ პროექტი სახელწოდებით, „არა ომს“, რომელიც XI კლასში, ხელოვნების მასწავლებელმა - თეა გონაშვილმა განახორციელა.

აღნიშნული პროექტი მოსწავლეთა კვლევის საფუძველზე ჩატარდა. სკოლაში, მოზარდებს ჰკითხეს, თუ რომელი თემა იქნებოდა აქტუალური 21-ე საუკუნეში.

კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ომის თემა აქტუალურია დღესდღეობით. სწორედ ამიტომ, სკოლაში გადაწყდა, გაეკეთებინათ პლაკატი ამ თემის ირგვლივ სახელწოდებით - „არა ომს“.

აქტივობაში მასწავლებელი და მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, პედაგოგმა მოსწავლეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, შესთავაზა და განახორციელა უამრავი აქტივობა პროექტის მსვლელობისას.

„მოსწავლეთა ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო ყველა სიახლის მიმართ. შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა და შეიქმნა სასწაულად ბევრი რამის მთქმელი პოსტერი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს, მოსწავლეებს ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის და წარმატები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება