| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორ ჯულიეტა ველელი-შირინიანისთვის სკოლის წარმატება ქვეყნისთვის ღირსეული პიროვნებების აღზრდა და მათთვის ხარისხიანი ცოდნის მიცემაა. საკუთარ პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული ამ კეთილშობილურ საქმეს დიდი ენთუზიაზმით ემსახურება და მოსწავლეებს მოუწოდებს უყვარდეთ სწავლა და შრომა არ დაიზარონ.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ბავრის საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ველელი-შირინიანი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მოსწავლეების სიყვარულს, მათ მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებას, ქვეყნისთვის სასარგებლო პიროვნებების წარმატებით აღზრდას, მათთვის ხარისხიანი ცოდნის მიცემას. სკოლის ჯანსაღ კოლექტივს, რაც მთავარია მოსწავლეებში პატრიოტიზმის - საქართველოს სიყვარულის ჩანერგვას (არაქართულენოვან სკოლებში აუცილებელია).
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
1. ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირად არ დამრიდად...
2. გიყვარდეს სწავლა გულმოდგინება, შრომა და ჯაფა ნუ დაგზარდება....
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- გულმოდგინედ დაეწაფონ სწავლას, უყვარდეთ წიგნი, იყვნენ თავაზიანები, ყურადღებით მოეკიდონ სიახლეებს, ტექნოლოგიებს, საუკეთესო დრო ფუჭად არ გაფლანგონ და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები გახდნენ.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- სწავლა, სწავლა და სწავლა. პატრიოტიზმი და საქართველოს სიყვარული.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- გიყვარდეს მოსწავლე, მოსწავლე ყოველთვის გრძნობს მასწავლებლის სითბოს, პატივი სცე მოსწავლის გრძნობებს, ამ სითბოს და სიყვარულს მოსწავლისადმი ყოველთვის დადებითი შედეგი მოაქვს სწავლის პროცესში თუ საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნების ჩამოყალიბებაში.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- პირველ რიგში შესაძლებლობას, რომ შევძლო ბევრი კარგი, კეთილი საქმის კეთება საზოგადოებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის. ასევე, ჯანმრთელობას, ქალიშვილების და შვილიშვილების კარგად ყოფნას. მშვიდობიან, აყვავებულ, გამთლიანებულ და წარმატებულ ჩემს საქართველოში ცხოვრებას! გაუმარჯოს საქართველოს!!!
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ