სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2 გამოცდა, რომელიც სპეცმასწავლებლობის მსურველებმა უნდა ჩააბარონ
27-10-2024
-
+


სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული.

დოკუმენტის თანახმად, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტს ჩარიცხვის საფუძველია საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება და ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

„სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის პროგრამაზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წლის 1 თებერვლიდან 15 თებერვლამდე აცხადებს აპლიკანტთა მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით, დადასტურებული იქნება მართვის სისტემის მიერ.

სპეციალურ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:

ა.ა) სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;

ა.ბ) იურიდიული მისამართი და პროგრამის განხორციელების ადგილი;

ა.გ) ვებგვერდის მისამართი;

ა.დ) საკონტაქტო პირ(ებ)ის ვინაობა მათი ტელეფონების მითითებით;

ბ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მიზანი და სწავლის შედეგი;

გ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებში;

დ) ინფორმაცია სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ;

ე) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილების რაოდენობა;

ვ) სწავლის საფასური;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა;     

თ) სწავლების ენა;

ი) აპლიკანტისათვის განსაზღვრული სპეციალური პირობები“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება