სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის 12 მასწავლებელი მუნიციპალურ კონფერენციაზე წარმატებით წარდგა 
01-07-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, გამოწვევებს არ უშინდებიან, მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, აზიარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას. 

27 ივნისს, ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა მასწავლებელთა IX მუნიციპალური კონფერენცია - „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები“, რომელშიც ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ.

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის 12 მასწავლებელი წარდგა მუნიციპალურ კონფერენციაზე.

1. ირმა რიონიძე (ისტორია);

2. ნატალია შოთაძე (ქართული ენა და ლიტერატურა);

3. ხათუნა უსტიაშვილი (ბუნებისმეტყველება);

4. ნათელა ტაკიძე (მათემატიკა);

5. ქეთევან ღლონტი (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები);

6. ინგა რიონიძე (ინგლისური ენა);

7. თამილა დუმბაძე (ინგლისური ენა);

8. შორენა ბერიძე (მუსიკა);

9. ვენერა აბუსერიძე (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);

10. თამილა მაკარაძე (სპორტი);

11. ნანა მაჭუტაძე (სპეციალური მასწავლებელი);

12. მანანა ლემსაძე (ბიოლოგია).

კონფერენცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. კონფერენციის გახსნისას პედაგოგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი მიესალმა.

მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროში არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. კონფერენციაზე 8 საგნობრივი ჯგუფის 44 მოხსენება იქნა წარდგენილი. განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე სექციების მუშაობას გაეცნო და შეაფასა. კონფერენციაზე მასწავლებლებს მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექცია უსურვებს წარმატებას ყველა მასწავლებელს პროფესიულ საქმიანობაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება